ყველაზე ცხელი წერტილები ამჟამად ავდეევკა, მარინკა და კუპიანსკია – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ყველაზე ცხელი წერტილები ამჟამად ავდეევკა, მარინკა და კუპიანსკია. საღამოს ვიდეომიმართვაში, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ფრონტზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია სამხედრო მეთაურებთან გამართული ტრადიციული შეხვედრისას მიიღო. შეხვედრაზე ყურადღება იყო გამახვილებული ჭურვებთან დაკავშირებულ საკითხებზეც – დეფიციტის შევსება, პარტნიორებთან შეთანხმებები და საკუთარი წარმოება.

“იარაღისა და ჭურვების უკრაინული წარმოება დადებით დინამიკას აჩვენებს. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ჩართულია და ვინც მუშაობს ჩვენი შესაძლებლობებისთვის…მადლობა ყველას, ვისაც ესმის, რომ მხოლოდ უკრაინის გაძლიერება მოიტანს ამ ომის სამართლიან დასასრულს, ჩვენს უკრაინულ გამარჯვებას” ამბობს ზელენსკი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share