“სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია, რომელიც შეგნებულად გადგმული ნაბიჯის გამო იტანჯება, რათა თავისი თავგანწირვით აჩვენოს ბრძოლის მაგალითი”, – ამის შესახებ განცხადება პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ბარამიძემ “პოლიტიკური ამბების” ეთერში გააკეთა და თქვა, რომ ქართველი ოლიგარქის მთავარი მოწინააღმდეგე მიხეილ სააკაშვილია.
ბარამიძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანია, რომელიც ცდილობს მიღებული გადაწყვეტილებებით ქართველი ხალხის დახმარებას და ქვეყანაში რუსული რეჟიმის დასრულებას.
”ბიძინა ივანიშვილის საპირისპირო, მთავარი ოპონენტი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს აღმოსავლეთ ევროპაში და შეიძლება უფრო ფართოდაც, მთავარი ანტიპუტინისტი, ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში იმისთვის, რომ გვერდში დაუდგეს ქართველ ხალხს, მოვიცილოთ ეს რეჟიმი, რომელიც პუტინის ინტერესებს ემსახურება და ქვეყანა დაადგეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას. ქართველი ხალხის პრობლემების შემჩერებელი “ნაციონალური მოძრაობაა” და მთავარი ოპონენტი ბიძინა ივანიშვილის მიხეილ სააკაშვილია, რომელიც არის პუტინის პირადი პატიმარი, რომელიც მართლა იტანჯება მისი შეგნებულად გადადგმული ნაბიჯის გამო, რომ თავისი ბრძოლით, თავგანწირვით აჩვენოს ბრძოლის მაგალითი”, – ამბობს ბარამიძე.