“პრემიერი ყოველთვის იქნება ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭი… ასეთია ამ კაცის განწყობა, იმიტომ რომ ეს ქვეყანა, ამ წუთში მისია და არა ჩვენი. ეს ჩვენი სირცხვილია და არა მისი”, – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ განაცხადა და ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას გამოეხმაურა.
“რამდენჯერაც არ უნდა შეცვალოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილმა, ახალს ვერაფერს ვერ დავინახავთ. ყოველთვის იქნება ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭი პრემიერი, იმიტომ რომ ასეთი არის ამ კაცის განწყობა და უნდა გავყვეთ ამ განწყობაში. იმიტომ, რომ ეს ქვეყანა, ამ წუთში, მისია და არა ჩვენი. ჩვენი სირცხვილია ეს და არა მისი, სხვათა შორის. არ ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს, ღარიბაშვილი დასაჯა თუ არა. დაუსჯელი ღარიბაშვილი უკეთესია, ვიდრე დაუსჯელი? ჩემი აზრით, არაფერი არ იცვლება. მე არ მგონია, რომ ეს კარგი და კომფორტული ზონა იყოს, ასევე ირაკლი კობახიძისთვისაც, საერთოდ არ მგონია ეგრე. იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე თავისი შავი ფულის კონტროლით გამოიყვანეს დღის სინათლეზე. შავი ფული არის საარჩევნო ფული, ის ამას თვითონ განკარგავდა და აკონტროლებდა, დღეს ის ამას ვერ შეძლებს, იმიტომ, რომ ამ ე.წ “კარმუშკას” მოწყვიტეს, გადაიყვანეს პრემიერმინისტრად.” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.