გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5-დან 8 თებერვლის ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში – უფრო ძლიერი.
მთიან რეგიონებში მოსალოდნელია ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა. ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი – 6 ბალამდე შტორმი.
6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი.
დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა გააქტიურება გამოიწვიოს.