“უფასო სასკოლო კვება მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს”, – ასე პასუხობს განათლების მინისტრობის კანდიდატი, გიორგი ამილახვარი პარლამენტში ენმ-ის წევრის, ანა წითლიძის მიერ დასმულ შეკითხვას უფასო სასკოლო კვებასთან დაკავშირებით.
“უფასო სასკოლო კვება, მეგობრებო, არ არსებობს მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში. არც 100-ჯერ ჩვენზე მდიდარ ქვეყნებში, ყველგან არის შესაბამისი სუბსიდირებები, რა თქმა უნდა, სოციალურად დაუცველებს სჭირდებათ ეს მხარდაჭერა და ექნებათ კიდეც და იცით, რომ დღეს 50 ლარი იყო წინა ხელისუფლების დროს და დღეს 200-ლარიანი მხარდაჭერა აქვთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, თუმცა როდესაც ჩვენც გვაკრიტიკებთ რაღაც ნაბიჯებზე, მგონი ეს არ არის ისეთი საკითხი, სადაც პოლიტიკაა შემოსატანი” – ამბობს ამილახვარი.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში გიორგი ამილახვარი ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებს პასუხობს.