ფილიმონ ქორიძის საფლავთან დაკავშირებით

ფილიმონ ქორიძე გარდაიცვალა 1911 წლის 14 ივლისს ბახმაროში, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით იგი დაკრძალეს ოზურგეთის ეკლესიის ეზოში (დღევანდელი ჭადრების ბაღი), მაგრამ მისი საფლავის ადგილმდებარეობა დღეს უცნობია და დაკარგულად ითვლება. ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა 1926 წელს გაზეთ “კომუნისტში” გრიგოლ კუნჭულიას წერილი, რომლის მიხედვითაც ფილიმონ ქორიძე დასაფლავებული იქნა ოზურგეთში მოიდანახის სასაფლაოზე.
.
„1912 წლის ზაფხულს ფილიმონი მოულოდნელად გარდაიცვალა და დასაფლავებული იქნა ქალ. ოზურგეთის მოიდანახის სასაფლაოზე. ამის შემდეგ არავის არ გახსენებია მისი საფლავი და ეხლა სრულიად წახოცილი არის ის. კიდევ რამდენიმე წელი და ამ დამსახურებული მომღერლის საფლავის აღმოჩენა შეუძლებელი გახდება.
.
მე მგონი ფილიმონ ქორიძე ღირსი არის, რომ მისი საფლავი დაცული იქნას და ძეგლს თუ ვერ აღვმართავთ ზედ, უბრალო ქავა მაინც დავდოთ კაგი იქნება თუ განათლების კომისიარიატის სახელოვნებო სათანადო ყურადღებას მიაქცევს ფილიმონის დავიწყებულ საფლავს და გაიღებს საჭირო თანხას მის მოსართავად.“
.
გაზეთი “კომუნისტი” 1926 წელი #11
შეიძლება იყოს 5 ადამიანი and მონუმენტი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share