რუსეთის აგრესიას უკრაინაში 523 ბავშვი ემსხვერპლა – უკრაინის პროკურატურა

6 თებერვლის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 523 ბავშვი დაიღუპა, 1 217-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების თქმით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში:

  • დონეცკის რეგიონში – 508;
  • ხარკოვის ოლქში – 328;
  • კიევის ოლქში – 146;
  • ჩერნიგოვის ოლქში – 72;
  • ლუგანსკის ოლქში – 67;
  • ნიკოლაევის ოლქში – 101;
  • ხერსონის ოლქში – 132;
  • ზაპოროჟიეს ოლქში – 99;
  • ლუგანსკის ოლქში – 67.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან, როგორც უკრაინის პროკურატურა ამბობს, აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share