რუსეთში მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალს საქართველოს დელეგაციაც დაესწრება – მედია

რუსეთის პროპაგანდისტული მედია “TASS” იტყობინება, რომ რუსეთში მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე მონაწილებას საქართველოს დელეგაციაც მიიღებს.

“TASS” საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელის, დიმიტრი ლორთქიფანიძის კომენტარს ავრცელებს.

ლორთქიფანიძის ცნობით, ჩამოყალიბებულია 40-კაციანი დელეგაცია, რომელთა შორის ანა ხოტივრიშვილი და არჩილ სიხარულიძე არიან.

დიახ, საქართველოდან დელეგაცია იქნება წარმოდგენილი მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე. უკვე ჩამოყალიბდა 40 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი. დელეგაციის წევრები არიან ახალგაზრდა ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები, მათ შორის არის ანა ხოტივრიშვილი, არჩილ სიხარულიძე – ავტორი ქართულენოვანი წიგნის სახელად რუსეთის ფედერაციის შიდა და საგარეო პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში დამატებითი ლიტერატურის სახით იყენებენ”. – თქვა ლორთქიფანიძემ რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის მიხედვით.

ცნობისთვის, მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალი სოჭში გაიმართება, საქართველოს დელეგაციას კი თავად დიმიტრი ლორთქიფანიძე უხელმძღვანელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share