“შავ ზღვას რუსული ობიექტებისგან ეტაპობრივად გავწმენდთ”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
“მადლობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მადლობა მთავარი დაზვერვის სამმართველოს ჯარისკაცებს – მე-9 დეპარტამენტის მე-13 ჯგუფს! ჩვენ დღეს შავ ზღვაში უსაფრთხოების დონე გავზარდეთ და ჩვენს ხალხს მეტი მოტივაცია მივეცით. ეს მნიშვნელოვანია. შავ ზღვას რუსული ტერორისტული ობიექტებისგან ეტაპობრივად გავწმენდთ”, – თქვა ზელენსკიმ.