ღარიბაშვილს ბიძინა ეჯავრება, იმ დღეზე ოცნებობს, რამე როდის დაემართება ბიძინას – ხუხაშვილი

“თუ საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ სურათი ხაზარაძე vs ბიძინა, ეს ხაზარაძისთვის პოზიტივის მომტანია,” – ამ განცხადებას გია ხუხაშვილი “დღის ამბებთან” აკეთებს და “ოცნების” ლიდერების მხრიდან “ლელოზე” მიტანილ იერიშს ეხმაურება.

ხუხაშვილის თქმით, მმართველი პარტიის მხრიდან ლელოსა და საქართველოს პრეზიდენტზე მიტანილი იერიში, ერთგვარად, ივანიშვილისთვის გაკეთებული გზავნილია.

ხუხაშვილის თქმით, ღარიბაშვილის მხრიდან ლელოსა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის კრიტიკა, მცდელობა იყო იმის, რომ ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობა კვლავ დაებრუნებინა.

”ამ ირაკლებს და ოცნების მთელ ელიტას ყველაზე მეტად ბიძინა ეზიზღებათ, გგონიათ ბიძინა უყვართ და ამაზე მართლა ბრაზდებიან? ამაზე არ ბრაზდებიან, როდესაც ლანძღავენ ხაზარაძეს, ზურაბიშვილს ან სხვას, ისინი ელაპარაკებიან ბიძინას, ბიძინას უმტკიცებენ ამ ფორმით ერთგულებას, თორემ თვითონ ყველაზე მეტად ეჯავრება. ღარიბაშვილს ბიძინა უყვარს? ეჯავრება, იმ დღეზე ოცნებობს, როდის რამე დაემართება ბიძინას. ამბიციური ხალხია, ჰგონიათ, რომ თვითონაც მშვენივრად მართავენ. რომელ მონას უყვარს თავისი მონათმფლობელი, მაგრამ უნდა უმტკიცოს ერთგულება, იმიტომ, რომ თუ ეჭვი შეიტანა ერთგულებაში, შეიძლება მტკივნეული ნაბიჯები გადადგას.
არ არის აქ მხოლოდ ლელოში საქმე, მაგრამ სხვა რაღაც მოხდა. იგივე ღარიბაშვილმა პრეზიდენტსაც მოღალატე ეძახა.
დღევანდელი ფორმულირებები ზურაბიშვილთან მიმართებაში ღარიბაშვილის მხრიდან, ზუსტად მაფიოზური, საქმის გამრჩევია.
ეს გამოსვლები ღარიბაშვილის და სხვების, ქოქოლა რომ დააყარეს ხაზარაძეს, პოლიტიკურად ხაზარაძეზე მუშაობს ეს. თუ საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ სურათი ხაზარაძე vs ბიძინა, ეს ხაზარაძისთვის პოზიტივის მომტანია,“ – ამბობს ხუხაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share