მიხეილ სააკაშვილის, ჯერ როგორც პოლიტიკური პატიმრის არსებობა, სერიოზული წინაღობა – კახა ასკურავა

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში წერს:
”2023 წლის 30 დეკემბერს ,მივიღეთ მოცემულობა,რომ ივანიშვილი გამოვიდა კულისებიდან და გააოფიცალურა მისი ყოფნა ქართულ პოლიტიკაში,საიდანაც იგი 2011 წლის მერე არსად წასულა.ანუ,ამ ნაბიჯით, მან გახსნა 20/24 წინა საარჩევნო კამპანი, მისი პარტიის სასარგებლოდ. რატომ გადადგა ეს ნაბიჯი,რა მოელანდა თუ რამ შეაშინა ეს საერთოდ არ მაინტერსებს. მე მაინტერესებს ის,რომ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში და წინა საარჩევნო პერიოდში, სერიზულად დაირღვა ძალთა ბალანსი, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმრობაში რჩება!
რას ვგულისხმობ? ვინმეს მოსწონს ან არ მოსწონს,ვის რა დამოკიდებულება აქვს ამ ორი პერსონის მიმართ,თავს ნურავინ მოიტყუებთ და ნურც ხალხს მოატყუებთ(მაინც არ მოტყუვდებიან)მ.სააკაშვილი და ივანიშვილი რჩებიან ძირითად მოთამაშეებად ჯერჯერობით ქართულ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე.
აქვე ვიტყვი,რომ არავის არ ეცილება მიშა სიმძიმის ცენტრის შექმნაში და არც იმ ფაქტორის განსაზღვრაში, რომელიც ანგარიშგასაწევი ფიგურა იქნება ამ საჭადრაკო დაფაზე.მ.სააკაშვილს მისი ადგილი დიდი ხანია აქვს ქართულ და არა მხოლდ ქართულ პოლიტიკაში და ეს ადგილი მას ისტორიამ განუსაზღვრა დიდი ხანია.იგი ყველა პროდასავლური პარტიის ლიდერს, წარმატებებს უსურვებს მხოლოდ, ივანიშვილთან ბძოლაში,მაგრამ მისი როგორც ერთ-ერთი სერიოზული მოთამაშის უშვალო მონაწილეობის გარეშე ხომ, 20/24 საპარლამენტო არჩევნები ვერ ჩაითვლება კონკურენტულ გარემოში და სამართლიან გარემოში ჩატარებულად,ეს ხომ 2×2=4.სწორედ ეს სიტყვები(სამართლიანი და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა)წერია იმ ცხრა დათქმაშიც,რომელიც აუცილებელ შესასრულებელ რეკომენდაციათ გავესაზღვრა EU-ში სრულფასოვნად გაწევრიანების გზაზე?!ჰოდა,მ.სააკაშვილის ჯერ როგორც პოლიტიკური პატიმრის არსებობაა სერიოზული წინაღობა ამ გზაზე და ამას რომ თავი დავანებოთ,20/24 საპარლამეტო არჩევნების საბოლოო შედეგები, ვერ იქნება სამართლიანი და ვალიდური ციფრები,მისი უშვალო მონაწილეობის გარეშე, ამ გადამწყვეტ არჩევნებში!
სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili ერთი მთავარი გასაღები თქვენ გიკავიათ ხელში,რომ გარეთ მთელს ცივილიზებულ სამყაროს დაუმტკიცოთ,რომ ჩვენც შეგვიძლია მეტ-ნაკლებ სამართლიან გარემოში,კონკურენტული არჩევნების ჩატარება,რომელსაც ლეგიტიმაციის ზღვარზე გავლილს არ დაუძახებს ცივილიზებული სამყარო და შიგნით მთელს ქვეყანას,ყველა პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველს მისცეთ საშუალება,დაე გააკეთოს თუნდაც მცდარი არჩევანი,მაგრამ გულით ნაკარნახევი.დასავლური და ღირებულებითი დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარიც ხომ ესაა…საითაც თქვენ მიილტვით სიტყვებით,ახლა დროა ეს საქმითაც განამტკიცოთ!” – წერს ასკურავა.
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „CEORGIANS FOR M 2020 BE REE ISHA FREEDOM TO MIKHEIL SAAKASHVILI Monthly Newsletter“ გამოსახულება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share