ავალიშვილის მიერ 1819 წელს ჩაწერილი ლაზური „ელესა“

„ელესა – სიმძიმის გადამტანთა კოლექტიური სიმღერა, წარმოშობით ლაზური: გამოითქმის რამდენიმეგვარად:. “ლესა, ელესა, ჰელესსა, იალესა. “ სიტყვის ძირი ყველგან „ლესა“-ს შეიცავს და სათევზაო ხელსაწყოს, გოდრისებურ წნულს ეწოდება. იხმარება ლაზურ მეტყველებაში. ელესა თავდაპირველად მდინარეში თუ ზღვაზე ლესას საშუალებით თავზაობის დროს შეიქმნა. ელესა ხმელეთზე მომუშავეთა შორისაც გავრცელდა და მძიმე, ტვირთის გადაზიდვის დროს იმღერება.“ (*)
.
„მეზღვაურთა შრომის „სიმღერების არსებობა” ჩვენში ისტორიული ცნობებითაც დასტურდება. ბასილი ეზოსმოძღვარი წერს: „ზღუასა შინა მენავენი, ნიავ-კეთილობათა შინა თამარის ქებათა იტყოდიან“ (ქ. ცხ-ბა, II, „346). ამგვარად ელესა ერთ-ერთი უძველესი ხალხური სიმღერაა, რომელიც მენავე-მეზღვაურებისა და მეთევზეების კოლექტიერი შემოქმედების შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს.“ (*)
.
“ელესა გავრცელებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, სამეგრელოსა და აფხაზეთში. სიმღერის არეალი სცილდება საქართველოს ფარგლებს და თანამედროვე საბერძნეთში, თურქეთში, მოლდავეთსა და რუმინეთშიც დასტურდება.” (*)
.
გიორგი ავალიშვილის მიერ ჩაწერილია ლაზური სიმღერა, რომელსაც მეზღვაურები ასრულებდნენ ღუზის ამოწევისას – „სხუანი ჰშთასხდნენ ორთა ნუშათა შინა, რომელთაცა თოკნი ებნეს ნავსა ჩუჱნსა და რომელნიცა თანამდებობდნენ ნიჩაბთა სვმითა გატანად გემისა ამის ლიმენაითა ამით და რაოდენსამე სიშორესა სახეითა ამით წარღებად დრომონისა. რომელთამე ჴელ-ჱყუმს აღმოწევად ღუზათა, რომელთაცა დაჰზაჴდა ერთი ქუჱმო წერილთა პირველთა ლექსთა, ხოლო იგინი იტყოდიან სიმღერისა ჴმითა ერთსა და მასუჱ ლექსსა ხაზთა ქუეშე წერილსა:
.
ჱ ომოლო, ჱ იემლო
ჱ ომოლო, ჱ იემლო
ჱ იემლო
ჱ ლესა
.
კულ-ოლიმ-სანა
ბირ-იაღლგო-ვერსანა
სარი ლალოღ ლალოღ
ეთალიღ
ჯანი-ჯანა
კათალიღ
.
ხოლო ექვსნი იგი მბრუნებელნი სუჱეტისა მის, რომლისა ძალითაცა ჰსწევენ ღუზათა, იზაჴიან შემდგომთა ლექსთა
.
ჱ ლესა
ჱ ლესა
ჱ ლესა
ჱ ლესა
ჱ ლესა
ჱ ლესა
ჱ ლესა
ჱ ლესა
ჱ ლესა
ჱ ლესა
.
ხოლო დროსა ღუზათა გამოჩინიბისასა იტყუჳის პირველი იგი – „ჱ ლესა“. სხუანი სიმღერითა – „ჱ ლესა“. კუალად პირველი – „ჱ ლესა“. მეორენი „ჱ ლესა“. შემდგომ პირველივე – „ჱ ლესა“ და სხუანი – „ჱ ლესა“. და დაიდებიანცა ღუზანი გემსა ზედა.„ (**)
.
* – ქართული ფოლკლორი – მასალები და გამოკვლევები IV ტომი (1974)
** – გიორგი ავალიშვილი მგზავრობა თბილისიდან იერუსალიმამდე (1967)
შეიძლება იყოს 3 people გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share