უკანასკნელ 24 საათში კიდევ 4 რუსული დრონი ჩამოვაგდეთ – უკრაინა

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, საჰაერო ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონების თავზე ოთხი რუსული შაჰიდის ტიპის დრონი ჩამოაგდეს.

უკრაინული რეგიონების მიმართულებით დრონები რუსული ქალაქებიდან, პრიმორსკო-ახტარსკიდან და კურსკისგან გაუშვეს.

გარდა ამისა, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა ოკუპირებული დონეცკის ოლქიდან და ბელგოროდის ოლქიდან უკრაინის მიმართულებით ხუთი С-300 ტიპის მართვადი რაკეტა გაუშვეს. უკრაინული მხარე არ აკონკრეტებს რომელი რეგიონები იყო რაკეტების სამიზნე.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, გასულ ღამით რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ 4 უკრაინული დრონი გაანადგურა.

მათივე ცნობით, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა ბელგოროდის ოლქის თავზე, ხოლო კიდევ სამი დრონი – ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share