”უკრაინის გამარჯვება ყველაფერს შეცვლის, არამხოლოდ რუსეთში სიტუაციას, არამედ საქართველოში სიტუაციას. მთლიანად, პოსტსაბჭოთა სივრცეში და მსოფლიოშიც კი, სადაც მიდის აქტიურად მიდის მსოფლიო ომი, სადაც აბსოლუტურად ბოროტების ძალები პუტინის რუსეთისა, ისლამისტური ირანი და სხვა ქვეყნები გამოწვევას ახორციელებენ სხვა ქვეყნების მიმართ, მაგრამ დასავლეთის რეაქცია არ გახლავთ ნათელი ჯერ კიდევ.
მე ვფიქრობ, უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის გამოყოფა სამხედრო დახმარების სახით მოხდება. მისი დაბლოკვა ხდება კოგრესში ტრამპის მხარდამჭერების მიერ, რომელიც გამოდის როგორც პუტინის აგენტი. ატლანტიკური ძალები იმედია, დაძლევენ ამ ბარიერს, ამ წინააღმდეგობას და აღნიშნული გადაწყვეტილება გამოყოფილი იქნება. ჩვენი გამარჯვება დამოკიდებულია უკრაინის გამარჯვებაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უკრაინის გამარჯვება შეცვლის ყველაფერს რუსეთშიც, საქართველოშიც.”