“დროას” აღმასრულებელი მდივანი, გიგა ლემონჯავა “საჯარო პოლიტიკის” ეთერში ქართველ ოლიგარქს ქვეყანაში ავტორიტარიზმის დამკვიდრების მცდელობაში ადანაშაულებს და ივანიშვილის მიერ გატარებულ პოლიტიკას ძალადობრივს უწოდებს.
ლემონჯავა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციური მთავრობა არ გაიმარჯვებს, ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთის მსგავსად სისხლიან, არასამართლიან და ანტიდემოკრატიულ მმართველობას დაამყარებენ.
ივანიშვილი აპირებს, რომ ხელისუფლება კიდევ ერთხელ მიიტაცოს და ამ ქვეყანაში დაამკვიდროს აბსოლუტურად განსხვავებული ავტორიტარიზმი. ახლა თუ არის კონკურენტული, არაძალადობრივი ავტორიტარიზმი რუსეთთან და ბელარუსთან, თორემ ივანიშვილის ავტორიტარიზმიც ძალიან ძალადობრივია, ამ არჩევნების შემდეგ ივანიშვილი საქართველოში დაამკვიდრებს ბელარუსულ და რუსული ტიპის ხისტ ავტორიტეტს, სადაც კლავენ პოლიტიკურ ლიდერებს, ყველა ის ადამიანი, რომელიც ზედმეტ ხმას ამოიღებს ხელისუფლებაზე, ციხეში სხედან. ეს არის ივანიშვილის გეგმა და ეს არის კატასტროფა”, – ამბობს ლემონჯავა.