მოახერხებს თუ არა ერთ დროს ქართველი ოლიგარქის რჩეული პრემიერი ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის ამომრჩეველთა ხმების წართმევას? – “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი, გიორგი კირთაძე გახარიას გუნდს წარმატებას უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ პარტია “საქართველოსთვის” შეძლებს, “ოცნებას” ამომრჩეველი დააკარგვინოს.
პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსული ძალა “ახალის” წარმომადგენელი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან სამომავლოდ თანამშრომლობას აანონსებს და საქართველოს ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობის არსებობას ხედავს.
“ლელო”, გახარია, “ნაციონალური მოძრაობა” და სხვა პროდასავლური პარტია, რომელიც საქართველოს პარლამენტში შევა, მათთან მოგვიწევს თანამშრომლობა კოალიციური მთავრობის ფორმირების ეტაპზე, სხვაგვარად როგორ შეიძლება, ეგ წარმოვიდგინოთ. იმედია, რომ გახარიას გუნდი ბოლომდე ჩამოყალიბდება რაღაც ხაზებთან მიმართებით. მე ვისურვებდი, რომ ბევრი ხმა წაართვას გახარიამ “ქართულ ოცნებას”… ნიკა მაჭუტაძე არ არის ამ ერთობაში. ეს იყო ტექნიკური საკითხი, რომლითაც პაატა ბურჭულაძემ მხოლოდ პარტიის ნომერი დაუთმო”, – თქვა კირთაძემ.