რა სახეობების ღომი მოყავდათ გურიაში

გერმანელი მეცნიერი ედუარდ ეიხვალდი (1825-1826 წლების მიხედვით) გურიის ღომსა და ფეტვს მიიჩნევს გურიის უმთავრეს საკვებ კულტურებად. ფეტვის გურიაში ჭადს (ლაზურად მჭკუდი) ეძახდნენ, სიმინდის შემოსვლის შემდეგ მისგან გამომცხვარ კვერს “ჭადის ჭადს” ეძახდნენ სიმინდის ჭადისგან განსხვავებით.
.
გურიაში მოყავდათ შემდეგი დასახელების ღომი:
.
– „თეთრი“;
– „ბარამულა“;
– „ძირდაბალი“;
– „შვიდკვირა“;
– საადრეო „შვიდკვირა“;
– „ხუჭილა“;
– „ნაჟგვლი თეთრი“;
– „უსახელო თეთრი“;
– „უსახელო წითელი“;
– „ყვითელი უსახელო“;
– „ბოჯგა თეთრი“;
– „ხიტირი თეთრი“;
– „ხიტირია“;
– „ჩაქურა“;
– „მათრახა“;
– „ხოტორა“;
– „ბორჯღა“ (ბოჯგა);
– „ბობოყვაური“;
– „ნაჟღვლი თეთრი“;
– „ურუშული“ (უროშაული“);
– „მათრახა“;
– „ძირდაბალი“;
– „თეთრი ღომი“;
– „ხაზარალა“ (დიდთაველა ღომი);
– „ჯონჯორე ღომი“;
– „ჯაშური“, ანუ „ბურჩხა ღომი“;
– „ხეთურე“;
– „ორმოსავალა ღომი“;
– „ჯორიელა“;
– „ბამბულა“ (წითელი დიდთაველიანი
გაფუმფულებული ღომი);
– „ჩაქურა“ („წვრილმარცვლიანი ღომი“);
.
(დასახელებები აღებულია – ლ. დეკაპრელევიჩი და ა. კასპარიანი 1928; ვლ. მენაბდე 1948; თედო სახოკია 1897; ჯულიეტა რუხაძე)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share