“ვარსკვლავის” გახსნა საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ?

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლ “გურიას”  ხელმძღვანელობა, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” მხარდაჭერის სანაცვლოდ ოზურგეთის ყოფილი კინოთეატრის საკუთრებაში გადაცემას და ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლისათვის ვარსკვლავის გახსნას ითხოვს.

ამის შესახებ :გურიის მოამბეს” “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულმა წყარომ აცნობა, იმავე წყაროს ცნობით, თავდაპირველად “გურიას” ხელმძღვანელის, კობა დუნდუას სურვილი ოზურგეთის თეატრის წინ ვარსკვლავის გახსნა იყო, თუმცა ამის წინააღმდეგ თეატრის ამჟამინდელი მხატვრული ხელმძღვანელი, ვასილ ჩიგოგიძე წასულა:

“ორი ვარსკვლავი ისედაც აქვთ და მესამე ნამეტარიაო” ცხარობდა თურმე ჩიგოგიძე, მისი გაბრაზება იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ თავად მას ერთი ვარსკვლავი აქვს მის სახელზე გახსნილი და დუნდუების ოჯახისათვის მესამე ვარსკვლავი (ოზურგეთის თეატრის წინ 2012 წელს ჯუმბერ დუნდუას, მოგვიანებით კი ანსამბლ “გურიას”  ვარსკვლავი გაიხსნა) – მის თავმოყვარეობას უზომოდ შელახავდა.

თავის მხრივ კობა დუნდუა, ანსამბლის მოქმედი ხელმძღვანელი, საკუთრებაში კიონთეატრ ოზურგეთის გადაცემას და შენობის რეაბილიტაციას ითხოვს.

თუ რა ხდება სინამდვილეში, ამის გასარკვევად “გურიის მოამბემ” “ქართული ოცნების” ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში დარეკა, თუმცა, სახელისუფლებო პარტიაში კითხვებზე ჩვენ არ გვიპასუხეს.

ასევე უპასუხოდ დატოვეს ჩვენი შეკითხვები ანსამბლ “გურიაშიც”

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share