რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 24 439 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია 15 იანვრის შემდეგ. ამასთან, ქვეყანაში ვირუსით კიდევ 697 პაციენტი დაიღუპა, რაც ერთ დღეში დაღუპული კოვიდპაციენტების ყველაზე მაღალი რაოდენობაა პანდემიის დაწყების დროიდან.
რუსეთში, ჯამში, ინფიცირების 5 585 799 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაიღუპა 137 262 ადამიანი.
პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და საფრანგეთის შემდეგ მსოფლიოში მე-5 ადგილზეა.