ბავშვები ღაზადან, „ჰამასის“ მძევლების სოლიდარობის აქცია ისრაელში, თურქი სნაიპერები აღლუმზე – დღის ფოტოები მსოფლიოდან

წარმოგიდგენთ 30 ოქტომბერს მსოფლიოს მასშტაბით გადაღებულ გამორჩეულ ფოტოებს.

პალესტინელი ბავშვები 7 ოქტომბრის ჰამასის თავდასხმის შემდეგ, მანქანაში „ცხოვრობენ“ და ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს მას აფარებენ თავს.

ხან იუნისი, ღაზა 📸 Anadolu Agency

იერუსალიმი საფრას მოედანზე, „ჰამასის“ მძევლად მყოფი ისრაელელი მძევლების მიმართ სოლიდარობის ნიშნად 230 ცარიელი საწოლი დადგეს.

იერუსალიმი, ისრაელი 📸 Nir Alon

პალესტინელი ბავშვები დანგრეული სახლის ნანგრევებზე დარბიან, ისრაელსა და პალესტინის დაჯგუფება „ჰამასს“ შორის მიმდინარე ბრძოლების ფონზე.

დეირ ალ-ბალაჰი, ღაზას სექტორი 📸 Mohammed Abed

შენიღბული თურქი ჯარისკაცები თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავ აღლუმში მონაწილეობენ.

სტამბული, თურქეთი 📸 AFP

მამაკაცი ქარიშხალ „ოტისის“ შედეგად დაზიანებულ მაღალსართულიან სასტუმროებთან ველოსიპედით დადის. მექსიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მე-5 კატეგორიის ქარიშხალს 48 ადამიანი ემსხვერპლა, რომელიც ქვეყნის სამხრეთით წყნარი ოკეანის სანაპიროს დაატყდა თავს.

აკაპულკო, მექსიკა 📸 Félix Márquez

მდინარე „ქარავანის“ მემდებარე ტერიტორიის საჰაერო ხედი, რომელიც ძლიერი წვიმის შემდეგ დაიტბორა. 

ბოგნორ რეჯისი, დიდი ბრიტანეთი 📸 Andrew Matthews

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორფეუმის თეატრში რესპუბლიკური საპრეზიდენტო კამპანიის პრაიმერულ ღონისძიებაზე ჩავიდა.

ქალაქი სიუქსი, აიოვა, აშშ 📸 Scott Olson

მუშები ტვირთავენ სატვირთო მანქანას, რომელსაც კენიის და ბრიტანეთის დროშები გადაჰქონდა, როდესაც მათ ქუჩებში აყენებენ მეფე ჩარლზ III-ისა და დედოფალ კამილას ვიზიტის წინ, რომელიც 21 ოქტომბერს დაიწყო.

ნაირობი, კენია 📸 Luis Tato

Just Stop Oil-ის კლიმატის აქტივისტი მეტროპოლიტენის პოლიციის ოფიცერმა პარლამენტის მოედანზე დააკავა მაშინ, როდესაც ის მსვლელობაში მოძრაობის შეფერხების მიზნით მონაწილეობდა.

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი 📸 Daniel Leal

არგენტინელები ზეიმობენ ქალაქის ობელისკის გარშემო მსოფლიო რეკორდის დამყარებას ზეიმობენ. ღონისძიებაზე დასასწრებად 2000-ზე მეტი ადამიანი Marvel-ის სუპერგმირის ფორმით ჩაცმული მივიდა.

ბუენოს აირესი, არგენტინა 📸 Tomás Cuesta

მაკნასის საშემსრულებლო ჯგუფის წევრები გამოდიან ჰელოუინის ყოველწლიურ აღლუმზე, სახელად Cnámha La Loba, რომელიც შთაგონებულია მგელი ქალის ლეგენდით, რომელიც აგროვებდა და ინახავდა ცხოველთა, ადამიანებისა და ღმერთების ძვლებს.

გალოვეი, ირლანდია 📸 Clodagh Kilcoyne

ხალხი მონაწილეობს „მკვდრების დღის აღლუმში“ ბრუკლინის სანსეტ პარკის უბანში.

ნიუ-იორკი, აშშ 📸 Adam Gray

საჰაერო ხედი, რომლშიც ჩანს ყვავილების გამოფენა Garden Expo Park-ში.

ჩონგქინგი, ჩინეთი 📸 Costfoto

ჩონკინგის ზოოპარკში პანდა საქანელაზე ისვენებს.

ჩონგქინგი, ჩინეთი 📸 VCG

ქალი ფოტოებს აყვავებულ ჯაკარანდას ხეებს ფოტოებს უღებს. სიდნეი განთქმულია ჯაკარანდას ხეებით, რომლებიც ოქტომბერსა და ნოემბერში ყვავის. 

სიდნეი, ავსტრალია 📸 Xinhua

რეპორტიორი იღებს ინსტალაციას, რომელიც ჰოლანდიელი მხატვრის მაურიტს კორნელის ეშერის ნამუშევრების გამოფენის ნაწილია. გამოფენა Palazzo Bonaparte-ში 2024 წლის 1 აპრილამდე გაგრძელდება.

რომი, იტალია 📸 Alessandra Tarantino

სიქჰის ერთგულები ოქროს ტაძარში გურუ რამ დასს, დაბადების წლისთავზე, პატივს მიაგებენ.

ამრიცარი, ინდოეთი 📸 Narinder Nanu

 

 

 

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share