“ყველა პოტენციურმა აგრესორმა უნდა იცოდეს რა ელოდება, თუ მშვიდობას გაანადგურებს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს, რომელიც ჰააგაში, ნიდერლანდებისა და ევროკავშირის ორგანიზებით გამართულ კონფერენციას “სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის” დისტანციურად დაესწრო.
“სამართლიანობა სწორედ ის ხაზია, საიდანაც მშვიდობისკენ მოძრაობა შეიძლება დაიწყოს. იარაღი ფიზიკურ დაცვას იძლევა, მაგრამ სამართლიანობა სიცოცხლის უსაფრთხოების განცდას აღადგენს, რომელიც იარაღის ძალით უნდა იყოს დაცული”, – თქვა ზელენსკიმ.