“ბრალდებები ტყუილი და სახიფათოა” – Meta-ს პასუხი

“დამოუკიდებელი ფაქტების გადამმოწმებლები განსაზღვრავენ, რა მასალას შეაფასებენ. ბრალდებები ტყუილი და სახიფათოა”, – ასე ეხმაურება კომპანია META-ს წარმომადგენელი საქართველოში Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამის შესახებ გაჟღერებულ ბრალდებებს. განცხადებას “ფაქტ-მეტრი” ავრცელებს.

საქართველოში და მსოფლიოს გარშემო, Meta თანამშრომლობს დამოუკიდებელ ფაქტების გადამმოწმებლებთან, რომლებიც სერტიფიცირებულნი არიან მიუკერძოებელი გაერთიანებების, ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის & ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის მიერ. დამოუკიდებელი ფაქტების გადამმოწმებლები, და არა Meta-ს თანამშრომლები, განსაზღვრავენ თუ რა მასალას შეაფასებენ. მსგავსი ბრალდებები არის ტყუილი და სახიფათო”, – წერია Meta-ს სპიკერის განცხადებაში.

  • “ფაქტ-მეტრის” ფაქტების გადამოწმების პროგრამა 2013 წლიდან დაიწყო. 2017 წლიდან ორგანიზაცია “ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის” (IFCN), ხოლო 2023 წლიდან “ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის” (EFCSN) ვერიფიცირებული წევრია, რაც ორგანიზაციის ფაქტების გადამოწმების საუკეთესო პრაქტიკასა და სტანდარტებთან შესაბამისობით არის განპირობებული.
  • 2020 წლის სექტემბრიდან, „ფაქტ-მეტრი“ და “მითების დეტექტორი” Meta-ს ფაქტების გადამოწმების პროგრამის პარტნიორები არიან და ხელმძღვანელობენ „ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის“ პრინციპებისა და Meta-ს ფაქტების გადამოწმების პროგრამის პოლიტიკის შესაბამისად.

ხელისუფლება სკანდალშია – Meta-მ “ოცნების” ცრუ კამპანია მეორედ დაბლოკა. ფეისბუკი ერთი მეორეს მიყოლებით შავ სიაში უშვებს ხელისუფლების მიერ დასპონსორებულ სიანფორმაციო ბანერებს. პოსტებს, რომლითაც ოლიგარქის პარტია ამტკიცებს, რომ რუსული კანონი რუსული არ არის. კომპანია “მეტამ” ერთ დღეში, ჯამში, 400-მდე  გვერდიდან დადებული პოსტი დაბლოკა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share