”რას შვრებიან, სრულიად გაუგებარია. არაფერი არ ხდება ისეთი, როცა ძალის გამოყენება ლეგიტიმური იქნებოდა. იყენებენ ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის და მხუთავ აირს. სრული სიგიჟეა და სიგიჟე არ მთავრდება კარგად. სიგიჟის ინიციატორები ვინც არიან ხოლმე, საბოლოო ჯამში ეს ხალხი ვერ იმარჯვებს და ვერც ესენი გაიმარჯვებენ, გამორიცხულია. ისტორია უკან არ შეტრიალდება, რუსეთში საქართველო არ დაბრუნდება და ამისთვის რაც არის საჭირო, იმას ჩვენ გავაკეთებთ.”-
აცხადებს მოძრაობა ახალის ლიდერი ნიკა გვარამია.
კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიცია მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებს. მშვიდობიანი პროტესტის ფონზე მათ გამოიყენეს წიწაკის სპრეიც. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით რობოკოპები.