“შეიძლება მოხდეს ისე, რომ გავიდეთ როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა – საქართველო ევროპის ჩემპიონატზე,” – ამ განცხადებას “რეაქციაში” კახა გოგიძე აკეთებს.
გოგიძე საქართველო-საბერძნეთის მატჩს ეხმაურება და იმედოვნებს, რომ საქართველოს ნაკრები ისტორიულ შესაძლებლობას გამოიყენებს.
”უმნიშვნელოვანესი მატჩია, პირველად, რაც არსებობს საქართველო და ფეხბურთი, შეიძლება მოხდეს ისე, რომ გავიდეთ როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა – საქართველო ევროპის ჩემპიონატზე.
მაშინ, როდესაც დინამომ აიღო თასების მფლობელთა თასი, არ ვიყავით დამოუკიდებელი და როგორც საბჭოთა კავშირს ისე ჩაეთვალა და რაღაცნაირად რუსეთის შემადგენლობაში მყოფი ქართველების მოგება იყო და ახლა გვაქვს შანსი, რომ ევროპაში შევიდეთ, ფეხბურთი შევიდეს ჩვენი ევროპაში და ევროკავშირში,“ – ამბობს კახა გოგიძე.