საქართველოში ტრიალებს კიდევ უფრო გაძლიერებული და 70 წლიან რუსობაზე დამყნობილი მტრის ჯიში – ზურაბ გურული

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:
”დასავლეთ საქართველოში მიმავალი, რამდენჯერაც შორაპან-არგვეთას ჩავუვლი, იმდენჯერ ყვირილაში ჩამდგარი, ყურებამდე გაღრეჯილი ილარიონა ტალახაძე და დომენტია მშვენიერაძე წარმომიდგება თვალწინ; ტყვიამფრქვევებით ვაგონებში ჩაცხრილული ქართველების სისხლსა და ტვინში ამოთხვრილ ჩექმებს რომ ირეცხავენ და თან საქეიფოდ ეპატიჟებიან ჩეკისტ ძმაკაცებს.
არ გეგონოთ რომ სადმე გაქრა იმათი ჯიში და ჯილაგი; საქართველოში ტრიალებს ისევ; კიდევ უფრო გაძლიერებული და 70 წლიან რუსობაზე დამყნობილი.
ნუ იქნებით გულუბრყვილოები ძვირფასო ახალგაზრდებო. არ იფიქროთ რომ ქართველობის გამო დაგინდობენ ქართულად მოლაპარაკე ორფეხა ხვადაგები. იმათი ჯიშია ეგ. თავს გაუფრთხილდით და გახსოვდეთ, თუ მაგრად არ დავდექით, ისევ ილარიონას და დომენტიას ნაგრამის ჭკუაზე მოგვიწევს კაი ხანი ბოდიალი ჩვენს სამშობლოსთან ერთად.
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ..” – წერს გურული.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share