სამოქალაქო აქტივისტი ლამარა აბჟანდაძე სოცქსელში წერს:
„ის, რაც წუხელ პარლამენტის წინ ხდებოდა, იმედის მომცემია, დიახ ქართველი ხალხისთვის საიმედოა. მე, პირადად იმედი მომცა, რომ ქართველი საზოგადოება ( ყოველ შემთხვევაში ქართველები, რომლებიც ოცნებაში არ არიან )გაიმარჯვებენ. ამ გამარჯვებაში კი უდიდეს წვლილს ჩვენი გონიერი, ჭკვიანი ახალგაზრდები შეიტანენ. ამიტომ მიყვარს და თაყვანს ვცემ , ჩემი შვილიშვილების ჩათვლით, ჩვენ მომავალ თაობას. წუხელ აქციაზე ხომ ისინი გამოირჩეოდნენ გამბედაობით, მაღალი აქტიობით და უშრეტი ენერგიით. ახალგაზრდებო მეც 94 წლის მოხუცი, მაგრამ აქტივისტი თქვენ გვერდით მიგულეთ . მალე გამოვკეთდები, დავიბრუნებ ჩემ ჩვეულ ენერგიას და აქციაზეც მიხილავთ. არა რუსულ კანონს, კი ევროპას“.