“ხალხო, ეს თაობა ჩვენ გავზარდეთ, წარმოგიდგენიათ? როგორ შევძელით? სამი ვერსია მაქვს – არც ისე ცუდები ვართ, როგორც ხშირად გვეჩვენება, მეორე – დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ და გაიზარდნენ, არ იციან როგორ უნდა იყვნენ მონები, მესამე – ამ თაობამ თავი ყურსასმენებით გადაირჩინა.
ყურსასმენებმა მისცა მათ თავის თავთან ინტენსიურად ყოფნის და თავის თავზე დაკვირვების საშუალება, გარემოს მომწამლავი ხმების კარგი მუსიკის ინტენსიურად ჩაღვრით ჩანაცვლება, ათასი ნაგვის დამახსოვრებისგან თავის არიდების შანსი.
მხოლოდ იმდენს გვისმენდნენ და გვაკვირდებოდნენ, რამდენიც აუცილებელი იქნებოდა და არცერთი წუთით მეტს. მათი წვდომა საკუთარ ფესვთანაც ამიტომაა სუფთა, მთლიანად ქართული, დაბინძურებას გადარჩენილი. არაბიოლოგიური, არამედ ნამდვილი, თავიდან, სულიერი დაბადება მხოლოდ ამგვარი ინტროვერსიითაა შესაძლებელი. ხოდა გაგვიმარჯოს ჩვენ, დამოუკიდებელ საქართველოს და ყურსასმენებს. ჩვენს შვილებს კი ბედნიერი გზა თავისუფლებისკენ.” – წერს ნათია ფანჯიკიძე.