“ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს შენი ქვეყნის ახალგაზრდეობა, ქვეყნის მომავალი, რომ მადლობის სათქმელად მოდის პრეზიდენტის სასახლესთან” – ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილს მადლობა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაუხადეს.
არ მეშინია, თქვენ ხელში ეს ქვეყანა იქნება ევროპულიც, დემოკრატიულიც – ეუბნაბა ზურაბიშვილი ახალგაზრდებს.
სალომე ზურაბიშვილი ახალ თაობას ეუბნება, რომ “ამ გზას ერთად გაივლიან”:
”მეც მადლობას გიძღვნით, რომ ხართ თავისუფალნი და ღირსეულნი, ძლიეენი და მართალნი.
არ მეშინია, თქვენ ხელში ეს ქვეყანა იქნება ევროპულიც, დემოკრატიულიც, და რაც მთავარია დამოუკიდებელი და ძალიან ქართული. ამ გზას გავივლით ერთად! – დაწერა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, მეორე დღეა, სტუდენტები თვითორგანიზებით პარლამენტთან იკრიბებიან და კანონს ეუბნებიან – არა!
გუშინ, 19 აპრილს, აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე მივიდნენ და ფიცი დადეს, რომ არასდროს შეურიგდებიან ძალას, რომელიც მტრისთვის – რუსეთისთვის დათმობას ცდილობს.