‘წარსულისა და მომავლის ჭიდილში….წარსულს არასოდეს გაუმარჯვია…შვილებთან დაპირისპირება არავის მოუგია”-მელია

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით – ამის შესახებ  “ახალის” თანადამფუძნებელი ნიკა მელია “ოცნების” დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციის შეფასებისას წერს.

“29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით, ხალხით, რომელსაც სახის დამალვა და საქართველოს მომავლის წინაშე თავის დახრა მოუწევს…
წარსულისა და მომავლის ჭიდილში, წარსულს არასოდეს გაუმარჯვია, შვილებთან დაპირისპირება არავის მოუგია.”
– აღნიშნავს მელია.

“ქართული ოცნების” “საყოველთაო-სახალხო შეკრებას” ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. ინფორმაციასსამთავრობო ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს. კონტრაქციის გამართვის გადაწყვეტილებას “ოცნებაში” მხარდამჭერების თხოვნით ხსნიან.

“ქართული ოცნების” განცხადებით, 29 აპრილს პარტია პარლამენტთან რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას ჩაატარებს და მოსახლეობას მოუწოდებს “ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ-პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას”.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა რუსული კანონის განხილვა დაიწყო, რუსთაველზე საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, უკან გაიწვიოს მმართველმა ძალამ კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას საფრთხეს უქმნის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share