ენმ-ს წევრი და მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი “ოცნების” მიერ დაანონსებულ კონტრაქციას მმართველი პარტიის დასასრულს უწოდებს. ოპოზიციის წევრის თქმით, დაუშვებელია, საჯარო მოხელეები, რომლებსაც თვიდან თვემდე თავი მხოლოდ მცირე ხელფასით გააქვთ, გულწრფელი ახალგაზრდების პროტესტს დაუპირისპირო.
უპირისპირებ ადამიანებს, საჯარო მოხელეებს, რომლებიც თვიდან თვემდე ბიუჯეტით ცხოვრობენ და ცდილობ, რომ ეს ადამიანები დაუპირისპირო რეალურ და ძალიან გულწრფელ პროტესტს, ეს არის დასასრული. ეს არა ძალის, არამედ ყველაზე დიდი სისუსტის დემონსტრირებაა. რამდენი საჯარო მოხელეც არ უნდა ჩამოიყვანონ, მე მჯერა, რომ იმ ადამიანების 80%-იც კი თუ მეტი არა, მხარს უჭერს ევროპას, – ამბობს სოფო ჯაფარიძე.