ხვალისთვის, 24 აპრილისათვის დანიშნული ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს მორიგი სხდომა, გადაიდო.
ამის შესახებ, ამავე საკრებულოს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ამავე ინფორმაციაში, სხდომის გადადების მიზეზებზე საუბარი არაა.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საკრებულოს გადადების მიზეზი, მოსახლეობაში ე.წ. “რუსული კანონთან” დაკავშირებით, ქვეყანაში აგორებული მძლავრი საპროტესტო ტალღაა და ოზურგეთშიც შიშობენ, რომ ეს “ტალღა” საკრებულოსაც არ მიადგეს.
საკრებულოს განცხადებაში ნათქვამია, რომ სხდომა 26 აპრილს, დღის 12 საათზე გაიმარტება.