“ერთი წელი გადის სოფოს გარეშე…” – ნინო შუბლაძემ დის ხსოვნას კრებული მიუძღვნა

ჟურნალისტი ნინო შუბლაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ერთი წელი გადის სოფოს გარეშე… მათ შორის ამ სივრცეშიც, სადაც ბევრი სოფოს პირადად არც იცნობდა, მაგრამ ელოდებოდა მის ყოველ ახალ სტატუსს თუ „ნოუთს“

სწორედ ასეთები მოვაგროვე ამ კრებულში. „სოფო“ – ეძღვნება სოფოს და მისთვის საყვარელ იმ სამყაროს, რომელსაც სოც ქსელში თავად ქმნიდა. მადლობა ყველაფრისთვის! ნინო ტორონჯაძეს და სოფოს საყვარელ „GAU“ -ს.”

შეგახსენებთ, რომ სოფო შუბლაძე კოვიდინფექციით გამოწვეული გართულებების გამო ერთი წლის წინ გარდაიცვალა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share