“პიერ ბათუმის” დემონტაჟი – ბულვარში პოლიციაა მობილიზებული

ბათუმის ცენტრალურ ბულვარში დილიდან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. აღსრულების სამსახურისა და მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები “პიერ ბათუმის” დემონტაჟს ახორციელებენ.

“პიერ ბათუმის” მეპატრონეს ფართი გაქირავებული ჰქონდა და ადგილზე წლების განმავლობაში რესტორანი და კაფე-ბარი ფუნქციონირებდა

ფართების მფლობელები დემონტაჟს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ისინი არავის გაუფრთხილებია. მათი თქმით, ბიზნესში სოლიდური თანხა აქვთ ჩადებული. ადგილზე ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებიც პარალელს ე.წ. ჩინური კვარტლის მშენებლობასთან ავლებენ და ამბობენ, რომ თუ მერია უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვის მაშინ ისიც უნდა დაინგრეს.

“პიერ ბათუმთან” დაკავშირებით წლებია სასამართლო დავა მიმდინარეობს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share