“საქართველო უნდა გამოვიდეს ამ კრიტიკული სიტუაციიდან მშვიდობიანად და უნდა შევაჩეროთ რუსეთი იმისგან, რომ არ განახორციელოს ისეთივე მოქმედებები, რაც უკრაინაში ჩაიდინა” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სტრასბურგში საქართველოსთან დაკავშირებით დებატებისას ისაუბრა.
ჰერმან ტერშერი ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს, საქართველო “მიიბას”.
”გზა თავისუფლებისკენ რთული გახლავთ და ეს აქტუალურია ყველგან და გაცილებით რთულია, როდესაც რუსეთის ახლოს ხარ, რომელსაც პუტინი ხელმძღვანელობს. აგენტების კანონი კიდევ ერთერთი მტკიცებულებაა, რომ ძალიან რთულია დასავლური მიმართულებით მოძრაობა და დასავლური თავისუფლების მიღწევა რთულია.
რუსული მაცდუნებელი პოლიტიკა გახლავთ, რომ ლიდერს სურს დაიცვას საკუთარი თავი იმით, რომ რუსეთს მიებას და საქართველო უნდა გამოვიდეს ამ კრიტიკული სიტუაციიდან მშვიდობიანად და უნდა შევაჩეროთ რუსეთი იმისგან, რომ არ განახორციელოს ისეთივე მოქმედებები, რაც უკრაინაში ჩაიდინა,“ – ტერშერი.