”არა რუსულ კანონს!” – აქციის მონაწილეები პარლამენტიდან ევროკავშირის საელჩოსკენ მსვლელობას მართავენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბნენ და დაიწყეს მსვლელობა.
”არა რუსულ კანონს” – მერვე დღეა უწყვეტი პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ხელისუფლების მიერ გამჭვირვალობის კანონის რეინიცირებას და ითხოვენ, რომ პარლამენტმა კანონპროექტი უკან გაიწვიოს.