ყველაზე მტკივნეულია, რომ ხელისუფლებას ჰგონია, ჩვენ ვართ სულელები – ყიფშიძე

“თავისუფლებაში გაჩენილ ადამიანს ძალიან რტულია, რომ წაართვა თავისუფლება და ვიყოთ დღეს იმ აქციაზე, ვიაროთ ფეხით, იქამდე, სანამ არ მიხვდებიან, როგორ სერიოზულად ვართ ამის მიმართ,” – ამ განცხადებას მსახიობი ნატალია ყიფშიძე “რეაქციაში” აკეთებს.

მსახიობი ამბობს, რომ გამჭვირვალობის კანონს მოსახლეობის უმრავლესობა ეწინააღმდეგება და ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს.

”რეალურად ყველა უნდა ვიდგეთ იქ. ზოგი ამბობს, რომ აპოლიტიკური ვარ და არ მინდა გასვლა – არ არსებობს დღევანდელ ქვეყანაში ეგ ფუფუნება, მეც პოლიტიკაში ჩახედული არ ვიყავი, რომ ყველაფერი მცოდნოდა, რაც მიმდინარე მოვლენები იყო, რადგან არ იყო ისეთი საშიშროება, რომელიც არის დღეს ჩვენს ქვეყანში. შარშან ვიბრძოლეთ ამისთვის, წელს იგივე ხდება და ყველაზე მტკივნეული რა არის, რომ ხელისუფლებას ჰგონია, ჩვენ ვართ სულელები და რეალურად, ჩვენი სიტყვა უნდა თქვან, ჩვენი სიტყვა ძალიან ნათელი და ხმამაღალია, რო გვინდა ევროპა, სადაც განვვითარდებით ყველაზე კარგად,“ – ამბობს ნატალია ყიფშიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share