„ჩვენ ვართ თვითდინებით შეკრებილები და ვაჟღერებთ იმ ხმას, რაც ჩვენშია, არავის უთქვამს,“ – ამ განცხადებას „რეაქციაში“ პოეტი კობა კობალაძე აკეთებს.
კობალაძის თქმით, ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მთავრობას გაიწვიოს კანონპროექტი, თუმცა არ ესმის ხელისუფლებას ამ გზავნილების.
კობალაძის თქმით, რუსთაველზე საპროტესტო აქციაზე შეკრებილები თავს არავის გამოაყენებინებენ.
ეს არის მარტის გაგრძელება, მეც დამაკავეს მაშინ, გვახსოვს წინამორბედები ვინც იყვნენ, მათი მეთოდების გამეორებაა – „რა იყო ბიჭო, იცი მაინც რის გამოც დგახარ“, როცა არგუმენტირებულ პასუხს სცემ, უკვირთ და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ღირებულებების და ფასეულობების გამო ვართ გამოსული,“ – ამბობს კობალაძე.