ევროპარლამენტის უმკაცრესმა რეზოლუცია, “ოცნება” წყობიდან გამოიყვანა – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს იერიში კვლავ ევროპელ დეპუტატებზე მიაქვს და რამდენიმე ევროპარლამენტარს ქართველ ხალხზე თავდასხმაში ადანაშაულებს.
“რამდენიმე დეპუტატს ევროპარლამენტში პირადი ვენდეტა აქვთ ქართველი ხალხის მიმართ” – ამბობს პაპუაშვილი
რაც შეეხება რეზოლუციას, ეს არის პოლიტიკური განაცხადი და სხვა არაფერი. ჩვენ ასეთი ჩანაწერები ადრეც გვქონდა, როგორც დასანქცირებაზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, არაფერი სიახლე ამ მხრივ არ არის, არის რამდენიმე დეპუტატი ევროპარლამენტში, რომელსაც აქვს პირადი დამოკიდებულება, პირადი ვენდეტა აქვთ ქართველი ხალხის მიმართ და ცდილობენ რაღაცნაირად ბოლო რამდენიმე კვირა რაც დარჩენილი აქვთ ევროპარლამენტში გამოიყენონ იმისთვის, რომ თავს დაესხან ქართველ ხალხს”. – აცხადებს პაპუაშვილი.
ასეთი მძიმე რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის შესახებ ევროპარლამენტსს აქამდე არ მიუღია. უვიზოო მიმოსვლის შეჩერების გარდა, რუსული კანონის გამო შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყებაც, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
425 ხმით რუსული კანონის წინააღმდეგ უმწვავესი რეზოლუცია დამტკიცებულია.
მთლიან რეზოლუციასთან ერთად ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებების შეტანასაც საბოლოო დოკუმენტში.
აღნიშნული ცვლილებებით ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხის გადახედვას. 403 ევროპარლამენტარი იყო მომხრე, რომ ეს ჩანაწერი რეზოლუციის საბოლოო დოკუმენტში მოხვედრილიყო.
რეზოლუციის საბოლოო დოკუმენტში ასევე დაყენებულია პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლების საკითხი. ამ ჩანაწერს მხარი 430-მა დეპუტატმა დაუჭირა.