გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, “განზრახ” არ შეაფერხოს ქვეყნის ევროპული მომავლისკენ მიმავალი გზა. ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყება სოციალურ ქსელ X-ში წერს.
“ათასობით ადამიანი საქართველოში ყოველ ღამე აპროტესტებს სიტყვის თავისუფლებას და ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს. საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ”, – აღნიშნულია ტვიტში.