ხალხი იმსახურებს ბევრად მეტს, ვიდრე ქართული ოცნებაა და მათი არჩევანია ევროპა. ეს ამ თაობის არჩევანი არ არის, არც ჩვენი ახალგაზრდების არჩევანი არ არის მხოლოდ, არც ზვიად გამსახურდიას და მიხეილ სააკაშვილის არჩევანი არ არის და არც ილია ჭავჭავაძის. ეს არის ამ ქვეყნის ათასწლიანი სახელმწიფოებრიობის არჩევანი. არ გადაუხვევია ამ ქვეყანას დასავლური ქრისტიანული კულტურისკენ და ამ მთავარი ოჯახისკენ სწრაფვისგან არასდროს.”
განაცხადა პარტია ”ახალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ფორმულასთან საუბრისას.