სტუდია მონიტორის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ აპრილში გამჭვირვალობის კანონის მხარდასაჭერ Facebook პოსტებში 17 000 ლარამდე დახარჯა.
“Facebook-ის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ რუსული კანონის მხარდასაჭერ პოსტებში 4700-დან 6400-დოლარამდე დახარჯა”, – აცხადებს სტუდია მონიტორი.
17 აპრილს, ”ქართულმა ოცნებამ” გამჭვირვალობის კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. რამდენიმე დღეა, რუსთაველის გამზირზე კანონის საწინააღმდეგო, მშვიდობიანი პროტესტი მიმდინარეობს.
29 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გამჭვირვალობის კანონის მეორე მოსმენა დაიწყება. ამავე დღეს, ”ქართული ოცნება” საკუთარი კანონპროექტის მხარდამჭერი აქციის გამართვას აპირებს.