ორშაბათს, 29 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ვაკის პარკში გაიმართება:
რუსულ ოცნებას დაგეგმილი აქვს თავისუფლების მოედანზე აქციის ჩატარება.
პარალელურად ჩანიშნეს რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა და ბიუროს სხდომა.
ჩვენ ვეწინააღმდეგებით ყოველგვარ კონფრონტაციას და დაპირისპირებას.ამიტომ, 17:00 საათზე შევიკრიბებით ვაკის პარკში და ერთად დაველოდებით მოვლენათა განვითარებას.
თუ მმართველი პარტია 29-ში შეეცდება მეორე მოსმენის და კენჭისყრის ჩატარებას, ჩვენი მხრიდან მიიღებს მძლავრ და სამართლიან პროტესტს.
შემოგვიერთდით.ჩვენი არჩევანი ევროპაა და აქ რუსულ კანონს ვერასდროს ვერავინ მიიღებს.
გელოდებით 29-ში, ვაკის პარკში, 5 საათიდან.” ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ხვალ, 28 აპრილსაც გაიმართება. 19 საათზე შეკრება რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება.