გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს გიორგი მარგველაშვილიც უერთდება – საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე იმყოფება.
ყოფილი მთავარსარდალი “ქართული ოცნების” მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ივანიშვილმა ისტორიულ მტრად დასავლეთი გამოაცხადა.
მარგველაშვილი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და მათ ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.
”ჩვენ ვდგავართ იმის წინაშე, რომ ორი დღის წინ დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური კურსი, იდენტობის კურსი, რადგან საქართველო ყოველთვის ორიენტირებული იყო დასავლეთზე, ამის შეცვლის მცდელობაა, უფრო სწორად ეს დეკლარირდა. ყველა, ვინც ცდილობდა, დამალულიყო იმის უკან, რომ კი ამ დეკლარაციებს აკეთებენ პრემიერ-მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე, მაგრამ რაღაც სხვა იმალება. გუშინ ივანიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ ისტორიული მტერი დასავლეთი ყოფილა. იმისთვის, რომ ჩვენ შვილებს არ ჩააცვან რუსული ფარაჯა და ხელში არ მისცენ კალაშნიკოვი და არ გაუშვან უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად, ისინიც და მათი მშობლებიც აქ უნდა ვიდგეთ, არ გავტყდეთ და არ დავაგდოთ მუხტი”, – ამბობს მარგველაშვილი.
83 მომხრე 23 წინააღმდეგი – გაჭვირვალობის კანონი მეორე მოსმენით დამტკიცებულია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონს, რომელსაც საზოგადოება აპროტესტებს.