„კიდევ ერთხელ განვუმარტეთ საქართველოს პრემიერს ჩვენი შეშფოთება“ – ბლინკენის მრჩეველი

დღეს განვუმარტეთ საქართველოს პრემიერს ჩვენი შეშფოთება საქართველოს ტრაექტორიით – ამის შესახებ  სახ. მდივნის მრჩეველი, დერეკ შოლე  X-ზეწერს.

 

დღეს კიდევ ერთხელ განვუმარტეთ საქართველოს პრემიერმინისტრს ჩვენი შეშფოთება საქართველოს ამჟამინდელი ტრაექტორიის შესახებ – მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დააბრუნოს საქართველო ევროატლანტიკურ გზაზე, რაც ქართველთა აბსოლუტურ უმრავლესობას სურს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share