“ოცნების” ბედი გადაწყვეტილია, მათ წასვლა მოუწევთ – ამის შესახებ განცხადება გიორგი გიორგანაშვილმა კანონის წინააღმდეგ გამართული მსვლელობის დროს გააკეთა.
“ბახალა” ივანიშვილის ხელისუფლებას ფართომასშტაბიან პროტესტს უანონსებს და აცხადებს, რომ ბრძოლა იქამდე გაგრძელდება, სანამ მმართველი პარტია კანონპროექტს უკან არ გაიწვევს.
”გარეთ ჩვენმა არმოსმენამ გამოგვიყვანა. რეალურად, ჩვენი დაქირავებული მთავრობა, რომელიც გვინდა, რომ გვისმენდეს, აღარ გვისმენს. აღარ გვისმენს კი არა, პირიქით, გვიცვლის კურსს. მთელი ამდენი წლის განმავლობაში, რაც გვქონდა არჩევანი, რომ რაღაც მიმართულებით მივდიოდით, უცბად, გადაწყვიტეს ამის შეცვლა. ეს კაი ხანია, რაც ჩანდა, მაგრამ ახლა უკვე დეკლარირებულად გააკეთეს. ამიტომ ჩვენ ვერ გავჩერდებით. ახლა გვაქვს მსვლელობა, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შევუქმნათ ამ ადამიანებს და იქნებ, სადღაც, რაღაც მომენტში, გავაგონოთ. აუცილებლად გავაგონებთ ჩვენ ხმას ნებისმიერი გზით. სანამ არ გაგვიგებენ პროტესტი გაგრძელდება. თუ არ გაიგებენ, წასვლა მოუწევთ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, ისე იქცევიან, რომ მათი ბედი გადაწყვეტილია. აქ დამთავრებულია მათი ამბავი. რეალურად, ჩვენ გვინდა, რომ წავიდნენ. არ გააკეთებენ, გააკეთებენ მაგას აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა. ამ ეტაპზე კანონი უნდა გააჩერონ და არჩევნებზე წავლენ აუცილებლად”, – ამბობს “ბახალა”.