“ახლა მნიშვნელოვანი პერიოდი უდგას საქართველოს” – საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისგან მხარდაჭერას ითხოვს.
პრეზიდენტმა ელჩებს სიტყვით მიმართა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზე ისაუბრა.
ორბელიანების სასახლეში დიპლომატებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა ახსენა ბიძინა ივანიშვილი და თქვა, რომ “ოცნების” საპატიო თავმჯდომარის გამოსვლას 29 აპრილს პროვოკაციული უწოდა.
მან ძალადობრივი და პროვოკაციული უწოდა საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს და მათ სურვილს მიიღონ რუსული კანონი.
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა მომავალ თაობაზე და თქვა, რომ “როდესაც მთავრობა ხარ, არ შეგიძლია უწოდო ამ ქვეყნის ახალ თაობას სატანისტები”
მე აქ იმისთვის ვარ, რომ საქართველოს კონსტიტუცია დავიცვა და წარვადგინო საქართველოს მოქალაქეების ხმა.
მე არ ვარ ლიდერი რომელიმე მოძრაობის, მე ვარ პრეზიდენტი ამ ქვეყნის და მე მხარს ვუჭერ ევროპულ მომავალს.
მინდა ვთქვა, რომ რაც ახლა ხდება და მომავალში მოხდება ამაზე პასუხისმგებლები არიან მთავრობის წევრები, რადგან მათ დაანიცირეს ხელახლა რუსული კანონი მაშინ, როდესაც მთელი საქართველო ევროპულ გზას მიყვებოდა. რუსული კანონი და კიდევ სხვა კანონები, რომელსაც მე ვეტო დავადე, რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.
როდესაც მთავრობა ხარ, არ შეგიძლია უწოდო ამ ქვეყნის ახალ თაობას სატანისტები, რადგან გაქვს გარკვეული ეტიკეტები, რომელსაც უნდა იცავდე.
მე ვფიქრობ, რომ პერიოდი, რომელიც ახლა დაიწყება, იქნება გადამწყვეტი, რადგან ვფიქრობ, რომ მათი მოქმედებები შეიძლება იყოს პროვოკაციული ხასიათის. ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა იყო პროვოკაციული, რომელიც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ იყო გაჟღერებული და არა მარტო თქვენ მიმართ, არამედ ეს პროვოკაციული გამოსვლა ქართველ ხალხსაც მიემართებოდა”, – გაანცხადა პრეზიდენტმა.