”არა რუსულ კანონს!” – ქუთაისში აქციის მონაწილეები პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გზა ევროპაშია და არა რუსეთში.
აქციის მონაწილეებს შეუერთდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა.
“მეც მინდა მათთან ერთად შემოვიარო ქუთაისის ქუჩები და ვაცნობოთ ხალხს, რომ ასე ადვილად საქართველო არ გარუსდება. ჩვენ გვინდა თავისუფლება, ჩვენ გვინდა ევროინტეგრაცია და ასეც მოხდება”, – განაცხადა ლადო აფხაზავამ.