აქცია ზუგდიდში – მწერალი ლაშა ბუღაძე ამბობს, რომ წინ დრამატული პერიოდია, ამიტომაც ერთიანობისთვის აუცილებელია რეგიონებში, დიდი ქალაქებში ჩასვლა და ხალხთან შეხვედრები, დემონსტრაციები.
ბუღაძე აცხადებს, რომ ახლა მთავარი სამსახური უნდა იყოს “საქართველოს გამოტაცება რუსული კლანჭებიდან”.
”ეს საუბრები, ეს შეხვედრები, ეს დემონსტრაციები მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ წინ გველის საკმაოდ დრამატული პერიოდი. იმიტომ, რომ თუ ჩვენში არ იყო ეს ერთიანობა და მობილიზებულობა, ქართული ოცნება, ივანშვილი ყვეალფერს იზამს, რომ მესამე მოსმენით კენჭი უყარონ ამ კანონს. ცხადია ეს პერიოდი ამით არ მთავრდება, აუცილებელია მობილიზება.
ჩვენი მთავარი სამსახური ახლა უნდა იყოს საქართველოს გამოტაცება რუსული კლანჭებიდან”, – აცხადებს ლაშა ბუღაძე.