ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ მიმდინარე აქციებში მონაწილეთა დაკავებების გამო – მილერი

”ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებში მონაწილეთა დაკავებების გამო. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ შევიწროებისა და ფიზიკური შეურაცხყოფების ფაქტებზე. ჩვენ ამას ვგმობთ და მოვუწოდებთ სრული, დამოუკიდებელი და დროული გამოძიების ჩატარებისკენ. ასევე ვიტყოდი, ზოგადი კითხვის პასუხად, რომ ჩვენ გვქონდა წარმატებული პარტნიორობა საქართველოსთან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და გვსურს გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან. დრო ჯერ კიდევ არის, რომ კოლაბორაციულად ვიმუშაოთ საქართველოსთან, თუმცა ამისთვის საქართველოს მთავრობას სჭირდება, რომ კურსი შეცვალოს.” –

განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share