ზღვა შესაძლოა ხანდახან ღელავს, მაგრამ საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია! – ჰერჩინსკის მიმართვა ქართულ ენაზე

“მთავარია პოლიტიკურ ლიდერებს ისევე კარგად ესმოდეთ ხალხის ხმა, როგორც ეს ხმა ევროკავშირში ისმოდა შარშან. ზღვა შესაძლოა ხანდახან ღელავს, მაგრამ საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია! შეინარჩუნეთ კურსი ევროკავშირისკენ!” – ამ სიტყვებით მიმართა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ მოქალაქეებს ევროკავშირის ელჩმა.

პაველ ჰერჩინსკიმ მოსახლეობას ქართულ ენაზე მიმართა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ ევროკავშირის კარი ღიაა.

”საქართველო წელს პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. გილოცავთ ამ ისტორიულ მიღწევას. დღეს ჩვენ ვზეიმობთ 27 განსხვავებული ისტორიისა და კულტურის მქონე სახელმწიფოს წარმატებას, რომელიც საერთო ფასეულობებზე დგას. 

ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ამ ერთობის ნაწილი გახდეს. სწორედ ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებაც. მთავარია პოლიტიკურ ლიდერებს ისევე კარგად ესმოდეთ ხალხის ხმა, როგორც ეს ხმა ევროკავშირში ისმოდა შარშან.
სანუკვარი მიზანი, რომლისკენაც თაობები წლებია მიისწრაფიან შეუპოვრად, არასდროს ყოფილა ასე ახლოს. სხვადასხვა დროს მათი სიმამაცისა და თავდადების მაგალითები მრავალმა კადრმა მოინახა, როგორ შეიძლება მათი შემხედვარე იგივე მიზანს არ ემსახურო.
ზღვა შესაძლოა ხანდახან ღელავს, მაგრამ საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია! შეინარჩუნეთ კურსი ევროკავშირისკენ! შეინარჩუნეთ კურსი ევროკავშირისკენ! ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ,“ – თქვა ჰერჩინსკიმ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share